07/21/1936
Tbilisi, Georgia SSR, USSR:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1956 წელს დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1959 წლიდან გამოვიდა პროფესიულ ესტრადაზე; 1959-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რეროს", 1964-1980წწ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ორერას" სოლისტია; 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით(კონცერტმაისტერ მ. გონგლიაშვილთან ერთად); მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის აღმავლობაში; მაღალი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. არაერთი ქართული მხატვრული ფილმი აქვს გახმოვანებული: "ვერის უბნის მელოდიები" (რეჟ. გ. შენგელაია, 1973), "აურზაური სალხინეთში" (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975) და სხვ.; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში " სამკაული სატრფოსათვის" (1971), შოთა კალანდაძის ფილმებში: "მხატვრის მუზები" (2014), "ფრაგმენტების წიგნი" (2016), "ფოტოგრაფია ფილმიდან" (2019), "ეკლექტური ფრაგმენტები" (2022). ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა; საგასტროლოდ იყო ყოფილი სსრკ ქვეყნებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
|
რობინზონი და 9 პარასკევა (2016) as |
|
Георгий Данелия. Великий обманщик (2015) as Self |
|
Любовь с акцентом (2012) as |
|
Три вальса (2006) as |
|
მე, პელეს ნათლია! (1991) as Maka - zhena Lado |
|
Золотая пластинка-2 (1986) as Self |
|
Вместе с Дунаевским (1984) as |
|
მიიღეთ გამოწვევა სინიორებო! (1982) as |
|
Спасибо за нелётную погоду (1981) as |
|
Нас подружила Москва (1972) as |
|
სამკაული სატრფოსათვის (1971) as Aisha |
|
ორერა, სრული სვლით! (1970) as Herself |
|
Москва в нотах (1969) as |