07/31/1896
Temryuk, Kuban:
დაბადების ადგილი: ქ. ტემრიუკი, რუსეთი. დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია. 1919 წელს პირველად გამოვიდა ქუთაისში "ახალგაზრდა მსახიობთა დასში"; 1920-იან წლებში მოღვაწეობდა კინოში; პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი" შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "დინა-ძაძუ", "ხანუმა" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1929 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა. გადაიღო ფილმი "ბებიაჩემი", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი "თაროზე იდო". შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი - "ქაჯეთი". ავტორია მხატვრული ფილმისა "დაგვიანებული სასიძო". 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ი. პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "ფორპოსტი". ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა. ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.23
|
ალავერდობა (1962) as |
|
აკაკის აკვანი (1947) as |
|
უკანასკნელი მასკარადი (1934) as Galipeli (as Kote Miqaberidze) |
|
ბოშური სისხლი (1928) as Gitsa |
|
ორი მონადირე (1927) as Mgelia |
|
ხანუმა (1926) as Kote |
|
Дина Дза-Дзу (1926) as |
|
„უაილდ ვესტის“ მხედარი (1925) as Siko |
|
ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925) as |
|
სამი სიცოცხლე (1924) as Batu |
|
არსენა ჯორჯიაშვილი (გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა) (1921) as Labourer-revolutionary |
|
ცისკარა (1955) Screenplay |
|
ფორპოსტი (1941) Director |
|
დაგვიანებული სასიძო (1940) Director |
|
ქაჯეთი (1937) Director |
|
ქაჯეთი (1937) Writer |
|
ჰასანი (1932) Director |
|
ჰასანი (1932) Writer |
|
რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი) (1930) Director |
|
ნათლიმამა (ჩემი ბებია) (1929) Director |
|
ნათლიმამა (ჩემი ბებია) (1929) Writer |