Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Warning: fopen(/home3/dodecasaurus/itopmovies.com//TMP/CACHE/340/340d889ddd3f7c36e069805cfc65b7d23bb6d68e.cache): failed to open stream: Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 71
ეროსი მანჯგალაძე


ეროსი მანჯგალაძე

დაბადებულია:

03/03/1925

დაბადების ადგილი:

Samtredia, Georgia:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინომსახიობთა თეატრის დირექტორად და მსახიობად. თეატრში შესრულებული მნიშვნელოვანი როლები: ივანე მახარაძე (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ა. ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. კინოში შექმნა კომედიური სახეები: ალექსანდრე ("წარსული ზაფხული"), სევერიანი ("თოჯინები იცინიან"), სამჭკუაშვილი ("ქვევრი"), მღვდელი ("ლონდრე"), ჩორეხი ("ნატვრის ხე") და სხვა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის (ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში; უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. მისი სახელობისაა საქართვ. I არხის რადიოთეატრი, სპორტული სტადიონი სამტრედიაში. თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებულია მისი სახელობის პრემია.



კრედიტები

თბილისი, პარიზი, თბილისი (1980)
as General Durmishkhan
ყვარყვარე (1979)
as Kakuta
ქალაქი ანარა (1978)
as
ნატვრის ხე (1976)
as Mumbula
გასეირნება თბილისში (1976)
as
თერმომეტრი (1976)
as
ბავშვები (1976)
as
კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა (1975)
as Vasily
კიბე (1975)
as
ვერის უბნის მელოდიები (1973)
as Aga Geurqovi
მთვარის მოტაცება (1973)
as Gvanj Afaqidze
მე და ჩემი მეზობლები (1973)
as
სამკაული სატრფოსათვის (1971)
as Duldurum
ქვევრი (1971)
as Samchkuashvili
ჩემი მეგობარი ნოდარი (1969)
as Savle
დიდები და შვილიშვილები (1969)
as Dentist
ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967)
as
შეხვედრა წარსულთან (1966)
as Vardeni
ლონდრე (1966)
as Priester
ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი! (1966)
as Datiko
თოჯინები იცინიან (1963)
as Severiani
ჭიაკოკონა (1962)
as Khosro
წარსული ზაფხული (1959)
as Aleksandre
Моцарт и Сальери ()
as Wolfgang Amadeus Mozart