10/25/1902
Kakhi, Tiflis Governorate, Russian Empire [now Qakh, Azerbaijan]:
ოფიციალური სახელი: ნინო ხუციშვილი დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილო. დაამთავრა თბილისის გიმნაზია. იგი ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს, ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-1925წწ. იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. 1926–1937 წლებში მუშაობდა "სახკინმრეწვში" რეჟისორად. 1928 წელს მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად მუშაობდა ფილმზე "მათი სამეფო". ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად იღებს დოკუმენტურ–დადგმით ფილმს "ბუბა". 1937 წელს, აპატიმრებენ მის მეუღლეს, პარტიულ მუშაკს ლევან ღოღობერიძეს, და მალე იგივე ბედი ეწევა ნუცა ღოღობერიძესაც, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლს. 10 წელი მან გადასახლებაში გაატარა. 2001 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი მოთხრობების კრებული (სულ ექვსი მოთხრობა).
|
დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი (2023) as Self (archive footage) |
|
უჟმური (1934) Director |
|
უჟმური (1934) Writer |
|
ბუბა (1930) Director |
|
ბუბა (1930) Writer |
|
ოსეთის სამხედრო გზა (1930) Director |
|
მათი სამეფო (1928) Director |