Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
ვასილ (ვასო) არაბიძე


ვასილ (ვასო) არაბიძე

დაბადებულია:

02/21/1881

დაბადების ადგილი:

Zestaponi, Kutais Governorate, Russian Empire [now Georgia]:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. 1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა მოსკოვში, სადაც მებრძოლთა რაზმი შეკრიბა, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის დროს. ამ დროს დაუახლოვდა ცნობილ რუს მომღერალს თეოდორე შალიაპინს. 1908 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ჭიათურისა და ბაქოს ქართულ თეატრებში. ასრულებდა სახასიათო და დრამატულ როლებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დარისპანი(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჯიბო(შ. დადიანის "გუშინდელნი"), გოგია დიაკვანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), მოხუცი მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები"). 1916 წლიდან იღებდნენ კინოში: დათია("ქრისტინე", 1916), ონისე("მამის მკვლელი", 1923), კორძაია("ნათელა", 1926), ბელას მამა("ბელა",1927), ჰასანი("ჰასანი", 1932), მიხო("უდაბნო, 1932), მჭედელა("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), ხეცია("ნარინჯის ველი", 1937), მღვდელი("აკაკის აკვანი", 1947), ყრუ თავადი("ქეთო და კოტე", 1948). 1937 წელს იყო რეპრესირებული, შემდგომ რეაბილიტირებული. რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.178;



კრედიტები