01/20/1848
Stefantsminda, Georgia:
მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ვაჟი ალექსანდრე (სანდრო) 1848 წლის 8 (ახ. სტ. 20) იანვარს დაიბადა სტეფანწმინდაში. ხევის მებატონის ოჯახის ერთადერთ მემკვიდრეს მამა ძალიან ანებივრებდა — მისი ყველა ბავშვური სურვილი სრულდებოდა ხოლმე და მას მუდამ ყველაფერი ჰქონდა, ჯიბეში ფულის ჩათვლით, რასაც ხშირად ურიგებდა თანატოლ ბიჭებს. ალექსანდრე ყაზბეგს მშობლებმა საფუძვლიანი განათლებაც მისცეს. მას მასწავლებელთა მთელი რაზმი ამეცადინებდა უცხო ენებში, ხელოვნებასა თუ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგანში. სწავლობდა ტფილისში — ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში, ხოლო 1863 წლიდან — კლასიკურ გიმნაზიაში. ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის იყო, როცა მისი ლექსი „ნანა“ ივანე კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკრის“ 1861 წლის დეკემბრის ნომერში. ის ბავშვობიდანვე ლაპარაკობდა ფრანგულად და რუსულად. ძალიან კარგად ცეკვავდა, რაც შემდგომში სასცენო მოღვაწეობისას გამოადგა. იმდროინდელ თეატრალთა ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგი დიდი მსახიობი არასდროს ყოფილა, მაგრამ სცენაზე „მთიულურს“ მისნაირად ვერავინ ასრულებდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ყაზბეგი წარმოსადეგი და სასიამოვნო შესახედაობის მამაკაცი იყო.
|
ხევისბერი გოჩა (1964) Novel |
|
ელისო (1929) Novel |
|
მამის მკვლელი (1923) Novel |
|
მოძღვარი (1922) Novel |