08/05/1899
აკაკი ალექსის ძე ვასაძე დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა ა. ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში; 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“), ყანდური („დათა თუთაშხია“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
|
საქმე გადაეცემა სასამართლოს (1976) as Gordoziani, inzhener na pensii |
|
მთვარის მოტაცება (1973) as Tariel Shervashidze |
|
დიდოსტატის მარჯვენა (1969) as Parsmani |
|
ტარიელ გოლუა (1969) as David |
|
უდიპლომო სასიძო (1961) as პარმენი |
|
ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960) as Mikha |
|
დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1960) as Professor |
|
მაიაკოვსკი იწყებოდა ასე (1959) as Alikhanov-Avarski |
|
ფატიმა (1958) as Zaur-Beq |
|
მე ვიტყვი სიმართლეს (1957) as Melitoni |
|
მაგდანას ლურჯა (1955) as Villige Foreman |
|
ქალი ბაზრობიდან (1928) as Edwin |
|
სამანიშვილის დედინაცვალი (1926) as Platon Samanishvili |
|
Дина Дза-Дзу (1926) as |
|
მამის მკვლელი (1923) as Girgola |