01/29/1882
დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1911 წელს; 1911-1914წწ. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში. 1914 წლიდან მსახიობობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1922-1925 წწ. იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი; 1927-1928 წწ. ბაქოს ქართული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1930-1946 წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ ფილმებში შესრულებული როლებია: ვორონცოვის ადიუტანტი ("არსენა ჯორჯიაშვილი", ი. პერესტიანი, 1921), მღვდელი ("ქარიშხლის წინ", კ. მარჯანიშვილი, 1924), სიმონა ("ჯანყი გურიაში", ა. წუწუნავა, 1928), აზნაური სერაფიონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", კ. მარჯანიშვილი, 1927), მუხრანბატონი ("გიორგი სააკაძე", მ. ჭიაურელი, 1942-1943), ექიმი ("ეთერის სიმღერა", ს. დოლიძე, 1956). მონაწილეობს ფილმებში: "ამოკი" (კ. მარჯანიშვილი, 1927), "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, მ. გედევანიშვილი, 1948). თეატრისა და კინოს მსახიობი.
|
ეთერის სიმღერა (1957) as |
|
ქეთო და კოტე (1948) as |
|
ჯურღაის ფარი (1944) as |
|
ჯანყი გურიაში (1929) as Simoni - Nobleman (აზნაური) |
|
ამოკი (1928) as |
|
სამანიშვილის დედინაცვალი (1926) as |
|
ქარიშხლის წინ (1924) as Priest |
|
არსენა ჯორჯიაშვილი (გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა) (1921) as |