Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
ლეო ესაკია


ლეო ესაკია

დაბადებულია:

02/27/1899

დაბადების ადგილი:

Naesakou, Kutaisi Governorate, Russian Empire:

ბიოგრაფია:

ლეონარდ (ლეო) დიმიტრის ძე ესაკია (დ. 27 თებერვალი 1899, ქუთაისი, — გ. 27 ივნისი, 1969, თბილისი) — ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966). 1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „სახკინმრეწვში“. 1929 წლიდან რეჟისორია. ნოვატორული ფილმებით — „ჰოლტზე“ (1928) და „ამერიკანკა“ (1930) ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად. 1932 წელს დადგა პირველი ქართული მხატვრული ხმოვანი ფილმი „შაქირი“. პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ალექსანდრე ბუკიას ოპერის „დაუპატიჟებელი სტუმრების" ლიბრეტო. 1941–1955 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



კრედიტები