07/10/1921
რევაზ ლაღიძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც 1921 წელს ბაღდათის რაიონში დაიბადა. 1939 წელს მან თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. თავდაპირველად რევაზ ლაღიძე სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებში ვიოლინოზე უკრავდა, მოგვიანებით კი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე გახდა, რის პარალელურად პედაგოგიური საქმიანობაც დაიწყო. რევაზ ლაღიძე ერთნაირი წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების ნაწარმოებებზე. მას ეკუთვნის სიმფონიური პოემა "სამშობლოსათვის"(1949), სიმფონიური სურათი "საჭიდაო"(1952), მუსიკალური კომედიები "მეგობრები"(1951), "კომბლე"(1957), ოპერა "ლელა"(1973), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა("სიმღერა სამშობლოზე", "ბალადა ვაზზე", "ოდა მესხეთზე", "მოხეური ბალადა"), საფორტეპიანო ("ტოკატა") და ჩელოს("პოემა", "ელეგია") პიესები, ერთნაწილიანი კანტატა "მელის ვარძია" შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის, ასევე მუსიკა 40 ზე მეტი სპექტაკლისთვის და 30-ზე მეტი კინოფილმისთვის. მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია სიმღერა თბილისზე, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
|
სიმღერით ცხოვრებაში... (1964) as |
|
ესკულაპეს მოწაფე (1979) Original Music Composer |
|
თვალი პატიოსანი (1976) Original Music Composer |
|
ანარეკლი (1974) Original Music Composer |
|
ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი (1974) Original Music Composer |
|
მზიური (1973) Original Music Composer |
|
წუთისოფელი (1972) Original Music Composer |
|
Нас подружила Москва (1972) Original Music Composer |
|
მოლოდინი (1971) Original Music Composer |
|
ორერა, სრული სვლით! (1970) Original Music Composer |
|
ჩემი მეგობარი ნოდარი (1969) Original Music Composer |
|
ჯვარცმული კუნძული (1968) Original Music Composer |
|
განგაში (1968) Original Music Composer |
|
შეხვედრა მთაში (1967) Original Music Composer |
|
ხევსურული ბალადა (1966) Original Music Composer |
|
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965) Original Music Composer |
|
ხევისბერი გოჩა (1964) Original Music Composer |
|
ვინ შეკაზმავს ცხენს (1963) Original Music Composer |
|
კეთილი ადამიანები (1961) Original Music Composer |
|
ერთ ცის ქვეშ (1961) Original Music Composer |
|
ყვავილი თოვლზე (1961) Original Music Composer |
|
გლახის ნაამბობი (1961) Original Music Composer |
|
ზვიგენის კბილი (1960) Original Music Composer |
|
შეწყვეტილი სიმღერა (1960) Original Music Composer |
|
ნინო (1959) Original Music Composer |
|
მზიურ მხარეში (1957) Original Music Composer |
|
ცისკარა (1955) Original Music Composer |
|
მზეჭაბუკი (1954) Original Music Composer |
|
ურჩი თიკანი (1952) Original Music Composer |