Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
იუსუფ (იოსებ) კობალაძე


იუსუფ (იოსებ) კობალაძე

დაბადებულია:

05/25/1906

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი. 1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით და გარდასახვის უნარით. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა გმირულ-რომანტიულ და ტრაგიკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") ქართული საბჭოთა თეატრის მონაპოვრად ითვლება. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ფილმებში: "ბაში-აჩუკი" (ჩოლოყაშვილი; რეჟ. ლ. ესაკია, 1965;); "ორი ოჯახი" (ვახტანგ ყიფიანი; რეჟ. დ. კანდელაკი, 1958); "მანანა" (ადმირალი; რეჟ-ები ზ. გუდავაძე, შ. მარტიაშვილი, 1958) და სხვ. მსახიობი გამოირჩეოდა იშვიათი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტითა და მდიდარი არტისტული მონაცემებით. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.



კრედიტები