Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
რაფიელ კეზელი


რაფიელ კეზელი

დაბადებულია:

05/05/1911

ბიოგრაფია:

დაამთავრა ამიერკავკასიის კავშირგამბულობის ინსტიტუტი რადიოინჟინრის სპეცილობით 1938 წელს. 1939-1989წწ. მუშაობდა "ქართულ ფილმში" ხმის ოპერატორად ფილმებზე: "ხიდი", "სად არის შენი ბედნიერება მზია?", "ზღვის შვილები" (კ. პიპინაშვილი), "ჭირვეული მეზობლები", "საბუდარელი ჭაბუკი", "ხევსურული ბალადა", "ჯვარცმული კუნძული", "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე); "ბედნიერი შეხვედრა", "მაგდანას ლურჯა" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე), "ჩემი ეზო", "მაია წყნეთელი", "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო, ილარიონი" (თ. აბულაძე), "განაჩენი", "უდიპლომო სასიძო", "მხიარული რომანი" (ლ. ხოტივარი), "დიდი მწვანე ველი" (მ. კოკოჩაშვილი), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე), და სხვ. ჩაწერა 30-დე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის "60 წელი სცენაზე. ელისაბედ ჩერქეზიშვილი" (შ. მანაგაძე), "ბორის პაიჭაძე" (რ. ჩხეიძე), "დიმიტრი არაყიშვილი" (თ. აბულაძე), "ჩვენი სასახლე" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე); ანიმაციური ფილმები: "ჩხიკვთა ქორწილი" და "წუნა და წრუწუნა" (ა. ხინთიბიძე), "ეკა და ბეკეკა" (მ. გედევანიშვილი), 150-მდე დუბლირებული და აღდგენილი ფილმი. კინოოპერატორი.



კრედიტები