Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
ია ფარულავა


ია ფარულავა

დაბადებულია:

02/05/1967

დაბადების ადგილი:

Tbilisi, Georgia SSR, USSR:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1984-1988წწ და გიორგი ჟდანოვის თეატრალურ სახელოსნოში (ლოს-ანჯელესი) 1992-1994წწ. 1988-1990წწ. მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში. მონაწილეობდა ფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (თ. მაღალაშვილი, 1981), "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "სამი ალიყური" (ე. ჟღენტი, 1983), "არსენას ლექსი" (ნ. ხატისკაცი, 1984), "ფესვები" (გ. მგელაძე, 1987), "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (ლ. გორდელაძე, 1989), "ომი ყველასათვის ომია" (დ. აბაშიძე, 1988), "მიახლოება" (ა. რეხვიაშვილი, 1990), "საბედისწერო გასროლა" (ო. კობერიძე, 1990), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "სიბრძნე სიცრუისა" (ნ. ხატისკაცი, 1990), "წარსული მუდამ ჩვენთნაა" (ყ. მგელაძე, 1989), "შევარდენი" (კ. წაქაძე, 1990), "მეოთხე თვის პირველი დღე" (გ. ცაავა, 1991). 1994-1998 წწ. იყო გ. ჟდანოვის ასისტენტი და მისი თეატრალური სახელოსნოს პედაგოგი (ლოს-ანჯელესი). მონაწილეობა მიიღო ფილმში "და სთქვა უფალმან" (ბორმანი, 1993, აშშ). 1998 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. შეასრულა მთავარი როლი ფილმში "სიყვარული ვენახში" (გ. შენგელაია, 1998). კინომსახიობი, ტელეწამყვანი.



კრედიტები