Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Warning: fopen(/home3/dodecasaurus/itopmovies.com//TMP/CACHE/79f/79fecf7cad4703bd6b3070cd2f33388a9fb63885.cache): failed to open stream: Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 71
აკაკი კვანტალიანი


აკაკი კვანტალიანი

დაბადებულია:

12/10/1907

ბიოგრაფია:

ბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე. 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კარლო კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (ალექსანდრე პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (ჯორჯ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



კრედიტები

Железный поток (1967)
as Dukhanshchik
ქოჩორა (1967)
as
გიორგობისთვე (1966)
as Daviti
პიერი მილიციის თანამშრომელი (1965)
as Professor
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965)
as Lazare
მე ვხედავ მზეს (1965)
as Kishvardi
თეთრი ქარავანი (1964)
as
Տերտերին ուխտը (1964)
as
უდიპლომო სასიძო (1961)
as ვარდენი
განძი (1961)
as Otia
გლახის ნაამბობი (1961)
as Shasho
მაია წყნეთელი (1960)
as Berika
საბუდარელი ჭაბუკი (1958)
as
სხვისი შვილები (1958)
as
მტრობა (1958)
as Voice
მე ვიტყვი სიმართლეს (1957)
as
ოთარაანთ ქვრივი (1957)
as
ეთერის სიმღერა (1957)
as
ორი მსახიობი (1957)
as
აბეზარა (1956)
as Andro
ჩვენი ეზო (1956)
as Giorgi
ჩრდილი გზაზე (1956)
as
მაგდანას ლურჯა (1955)
as Mitua
ცისკარა (1955)
as Giant
ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954)
as
ბედნიერი შეხვედრა (1949)
as Afrasioni
ქეთო და კოტე (1948)
as Bondo
ქალიშვილი გაღმიდან (1940)
as ali
ქალიშვილი ხიდობნიდან (1940)
as Kharitoni
ფრთოსანი მღებავი (1937)
as Lekso
დარიკო (1937)
as
არშაულა (1935)
as
უკანასკნელი ჯვაროსნები (1933)
as Gela