Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 3377 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
თამარ წულუკიძე


თამარ წულუკიძე

დაბადებულია:

02/19/1903

დაბადების ადგილი:

Tiflis, Russian Empire [now Tbilisi, Republic of Georgia]:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზია. აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობდა. დაქორწინდა რეჟისორ სანდრო ახმეტელზე. განსაკუთრებული ტრიუმფი უცხოეთში ემიგრირებული გრიგოლ რობაქიძის "ლამარას" სცენურმა ვერსიამ მოუტანა, რომელიც სანდრო ახმეტელმა დადგა. საბჭოთა ხელისუფლებამ სპექტაკლი ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნია, თუმცა სანდრო ახმეტელმა მოთხოვნის მიუხედავად, სპექტაკლი სცენიდან არ მოხსნა. ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, 1930 წელს რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე აღარ გაუშვეს. თამარ წულუკიძისა და სანდრო ახმეტელის ოჯახი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. საბჭოთა რეჟიმმა სანდრო ახმეტელთან ერთად მისი მეუღლე თამარ წულუკიძეც დააპატიმრა. 1937 წელს სანდრო ახმეტელს - დახვრეტა, ხოლო თამარ წულუკიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათი რეაბილიტაცია 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მოხდა.



კრედიტები