Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
გიორგი (ჯაბა) კილაძე


გიორგი (ჯაბა) კილაძე

დაბადებულია:

08/24/1981

ბიოგრაფია:

გიორგი (ჯაბა) კილაძე (დ. 24 აგვისტო, 1981) — ქართველი მსახიობი. 2009 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ "შუა ქალაქში", რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში 2007–2013 წლებში გადიოდა;მრავალი როლი აქვს შესრულებული მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე: ტარიელი ("იდიოკრატია" - ავთო ვარსიმაშვილი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), იოსები ("კავკასიური ცარცის წრე" - ბრეხტი, რეჟ.: ა. ვარსემაშვილი), ჯორჯი ბიჭი ("მექანიკური ფორთოხალი" - ენტონი ბერჯესი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), თავადი გურიელი ("მშვენიერი ქართველი ქალი" - გოლდონი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), ნიკა ("ძმები" - ლუკინო ვისკონტის ფილმის "ძმების" მიხედვით, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), გეგა კობახიძე ("ჯინსების თაობა"- დ. ტურაშვილი, რეჟ.: დ. დოიაშვილი), კლარენსი ("რიჩარდ მესამე" - უ. შექსპირი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), ჯაბრაილი ("საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" - ჯ. იოსელიანი, რეჟ.: მ. კუჭუხიძე), თეოფილე ("სამგროშიანი ოპერა" - ბრეხტი, რეჟ.: გ. ჟორდანია), პრინცი ტარტალია ("ფორთოხალი, ფლეიტა და...", რეჟ.: გ. ჟორდანია), ხუან დე სანტალიანა ("შვიდი ძახილი ოკეანეში" - კასონა, რეჟ.: ც. კობიაშვილი), ლეანდრი ("ძალად ექიმი", რეჟ. გ. ჟორდანია), სილოვანი ("უფროსი ვაჟი" - ალექსანდრე ვამპილოვი, რეჟ. ჯ. პაპუაშვილი), უფროსი ძმა ("ევრო ჯორჯია" - დ. ტურაშვილი, ა. ჟალიცა, რეჟ.: ლ. ჭინჭარაული), წარმომადგენელი პანსიონატიდან ("დოდოს მოლოდინში" - დ. ტურაშვილი, რეჟ.: ვ. ჯუღელი), ურჩი შვილი, მამალი ("ფრინველები" - არისტოფანე, რეჟ.: დ. პაპავა) და სხვ. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "16+" (2006), "იდიოტოკრატია" (2008), "მაიტა ნასოსი", "ერთხელ შუა ქალაქში", ასევე სერიალში "მტვრის გემო" (2010). კინოსა და თეატრის მსახიობი.



კრედიტები