05/14/1921
Tbilisi - Republic of Georgia:
დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად; 1946-1948წწ. მარჯანიშვილის თეატრშია, ხოლო 1948-1956წწ. სოხუმის ქართული თეატრის დასში მოღვაწეობს; აქ შეასრულა მან ისეთი როლები როგორიცაა: ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მარანდოლინა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი") და სხვა; 1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე; აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენიერებამ; მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა") მზეთუნახავი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), ბაბალე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ხანუმა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ბერნარდა (ფ. გარსიას ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი") და სხვა; ასევე მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში. იურისტისა და ლიტერატორის სანდრო (ალექსანდრე) ყანჩელის შვილი.
|
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) as Mamida Maro |
|
სამანიშვილის დედინაცვალი (1977) as |
|
ერთი ნახვით შეყვარება (1975) as Asiad, Murad's mother |
|
არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) as Widow |
|
ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960) as Minadora |
|
ორი ოჯახი (1959) as Lia |
|
მტრობა (1958) as Voice |