05/01/1913
მარტაშვილი შალვა ვასილის ძე (1. V. 1913, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 28. VIII. 1990, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (1936). „თბილისის კინოსტუდიის“ ქრონიკის სექტორში გადაიღო 20-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი, მ. შ. „ხუნაგი“ (1936), „საქართველოს კურორტები“ (1939), „აჭარის სანაპიროზე“, „მიხეილ კალინინის ჩამოსვლა საქართველოში“ (1940), „მთამსვლელობა“, „მთებში“, „სახლი მწვერვალზე“ (1947), „ნატო ვაჩნაძის იუბილე“, „ალექსანდრე ყაზბეგი“, „ცხოვრება მთაში“, „ნატო ვაჩნაძე“, „ზაქარია ფალიაშვილი“ (1949), „ოქროს მტევნები“ (1951), „საქართველოს რიტმები“ (1971). კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მისი გადაღებულია მხატვრული ფილმები: „მანანა“ (ზ. გუდავაძესთან ერთად, 1958), „თხუნელა“ (1962), სატელევიზიო ფილმების სტუდიაში –„მოლანდება“ (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილთან ერთად, 1975). 1957-იდან მუშაობდა უცხოური ფილმების დუბლიაჟის რეჟისორად.
|
მოლანდება (1975) Director |
|
თხუნელა (1962) Director |
|
ოტელო (1960) Second Unit Director |
|
მანანა (1958) Director |
|
სამხრეთ ოსეთი (1951) Director |
|
აჭარის სანაპიროზე (1940) Director |
|
აჭარის სანაპიროზე (1940) Writer |
|
უკანასკნელი მასკარადი (1934) Sound |
|
ქალი ბაზრობიდან (1928) Sound Director |