06/19/1935
Moscow, USSR:
მსახიობი და კინორეჟისორი მიხეილ იოსების ძე თუმანიშვილი დაიბადა 1935 წლის 18 ივნისს, მოსკოვში. მამა - მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იოსებ თუმანიშვილი (1909-1981). 1957 წელს დაამთავრა შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტი (ც. მანსუროვასა და ვლ. მოსკვინის სახელოსნო). მუშაობდა მსახიობად პუშკინის სახელობის თეატრსა და კონომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. 1963 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან (ГИТИС) არსებული სარეჟისურო კურსების მუსიკალური რეჟისურის განყოფილება (ლეონიდ ბარათოვისა და ბორის პოკროვსკის სახელოსნო). 1963-1966 წლებში იყო კრემლის ყრილობათა სასახლის რეჟისორი. 1964 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში – კინოსტუდეია „მოსფილმის“ რეჟისორის ასისტენტი და მეორე რეჟისორი. მისი მონაწილეობით გადაღებულია ფილმები: „დღის ვარსკვლავები“, „ჩაიკოვსკი“ და „იულია ვრევსკაია“. მიხეილ თუმანიშვილის მიერ კინორეჟისორის ამპლუაში გადაღებული პირველი ფილმი იყო - „საპასუხო სვლა“ (1981). 1981 წლიდან 2010 წლამდე აქტიურ მუშაობას ეწეოდა კინემატოგრაფიაში. როგორც კინორეჟისორს გადაღებული აქვს 19 ფილმი, როგორც მსახიობი მონაწილეობდა 6 ფილმში. 1998 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „იუკა. 1991 წელს მიენიჭა რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა 2010 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში. დაკრძალულია პრეობრაჟენსკოეს სასაფლაოზე.
|
Крестоносец (1995) as |
|
Sveaborg (1972) as |
|
Əmək və qızılgül (1963) as Vadik |
|
Армагеддон (1963) as Kostya |
|
После бала (1962) as |
|
Время революции (1962) as Soldier (uncredited) |
|
Жизнь сначала (1962) as Student |
|
Битва в пути (1961) as Scherbakov |
|
Ленинградская симфония (1957) as |
|
Сильная слабая женщина (2010) Director |
|
Дорога, ведущая к счастью (2009) Director |
|
Второе дыхание (2008) Director |
|
Комната с видом на огни (2007) Director |
|
Юкка (1998) Director |
|
Юкка (1998) Writer |
|
Крестоносец (1995) Director |
|
Завещание Сталина (1993) Director |
|
Волкодав (1991) Director |
|
Авария — дочь мента (1989) Director |
|
Свободное падение (1988) Director |
|
Одиночное плавание (1986) Director |
|
Полоса препятствий (1984) Director |
|
Случай в квадрате 36-80 (1982) Director |
|
Ответный ход (1981) Director |
|
Скворец и Лира (1974) Assistant Director |
|
Sveaborg (1972) Assistant Director |
|
Корона Российской империи, или Снова неуловимые (1971) First Assistant Director |
|
Чайковский (1970) Assistant Director |
|
Дневные звезды (1966) Assistant Director |