Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Warning: fopen(/home3/dodecasaurus/itopmovies.com//TMP/CACHE/4d3/4d33d14857ca9b32de2b266095daefd5aab2042a.cache): failed to open stream: Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 71
გიორგი ტატიშვილი


გიორგი ტატიშვილი

დაბადებულია:

10/17/1921

დაბადების ადგილი:

Tbilisi, Georgia:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1945 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. თამაშობდა სხვადასხვა სტილისა და ხასიათის როლებს: მოურავი ("კაცია ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), სანდრო (მ. ბარათაშვილის "მარინე"), გელა ("მოძღვარი", ა. ყაზბეგის მიხედვით), მირონ ალავიძე ("თვალი პატიოსანი", გ. ფანჯიკიძის მიხედვით), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე", მ. ჯავახიშვილის მიხედვით). მანასე (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა. კინოში იღებენ 1984 წლიდან. გადაღებულია ფილმებში: "ქეთო და კოტე" (ყარაჩოხელი, 1948), "ბერლინის დაცემა" (ქანთარია, 1949), "ცისკარა"(ვეზირი, 1955), "კარდაკარ" (აზნაური, 1960), "შავარდნის კვალი" (კაპიტანი რონალდი, კინოსტუდია "დეფა", გდრ, 1969) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.664



კრედიტები