Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
მერი (მარიამ) დავითაშვილი


მერი (მარიამ) დავითაშვილი

დაბადებულია:

03/13/1924

დაბადების ადგილი:

Tiflis, Georgian SSR, Transcaucasian SFSR, USSR [now Tbilisi, Republic of Georgia]:

ბიოგრაფია:

მერი (მარიამ) შალვას ასული დავითაშვილი (დ. 13 მარტი, 1924, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2014) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011). 1946 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორი ანდრია ბალანჩივაძე), 1968–1992 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და სსრკ კომპოზიტორთა კავშირის სარევიზიო კომისიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით სისტემატურად ტარდებოდა საბავშვო მუსიკის კვირეულები. 1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (ინტსრუმენტირების კლასი). ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა — „ქაჯანა“ (1965, დაიდგა 1966) და „ნაცარქექია“ (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის („მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „სათაგური“ და სხვა), 2 საორკესტრო სიუიტა ბალეტ „მზის ქორწილისათვის“ (1954), სიმფონიური, კამერულ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, ხუთი რომანსი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).



კრედიტები