Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 5721 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
გიორგი (ფრონისპირელი) ყიფშიძე


გიორგი (ფრონისპირელი) ყიფშიძე

დაბადებულია:

11/20/1891

დაბადების ადგილი:

Tbilisi, Georgia:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1910 წელს. თავის პროფესიით არ უმუშავნია; ეწეოდა სარეჟისორო მოღვაწეობას; 1926 წელს თბილისში დაარსდა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ჭიაურელი, რომელმაც თეტრში სამუშაოდ კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი და რეჟისორი გიგო ყიფშიძე მიიწვია; 1932 წელს ახლად დაარსებულ ზუგდიდის პროფესიულ დრამატულ თეატრში (ახ. შალვა დადიანის სახელობის), პირველ სპექტაკლებად წარმოდგენილი ნ. შიუკაშვილის "სამართალი" და პ. სამსონაძის "სალტე", გ. ყიფშიძე ორივე სპექტაკლის რეჟისორი იყო; შესრულებული აქვს როლები რამდენიმე ქართულ თეატრში; გადაღებულია ქართულ ფილმებში: "ქისტინე" (იასონი, რეჟ. ა. წუწუნავა, 1916), "ქარიშხლის წინ" (რეჟ. კ. მარჯანიშვილი, 1924), "ნახვამდის" (რეჟ. გ. მაკაროვი, 1934), "ხიდი" და "გიორგი სააკაძე" (რეჟ. მ. ჭიაურელი 1942-43); ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, ნათარგმნი აქვს რამდენიმე პიესა, რომლებიც ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე დაიდგა; თეატრში მსახიობებს ასწავლიდა სწორ მეტყველებას, დიქციას და ინტონაციას. გაზეთ "ივერიის" მთავარი რედაქტორის გრიგოლ ყიფშიძის შვილი; კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.



კრედიტები

ქრისტინე (1916)
as Jason