02/12/1887
Tiflis, Russian Empire [now Tbilisi, Republic of Georgia]:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1902-1904 წწ. იყო ავჭალის აუდიტორიის სცენისმოყვარეთა წრის მსახიობი; 1914-1915 წწ. ქართული დრამატული დასის; 1917-1921 წწ. ქართველ მსახიობთა ამხანაგობის წევრი; 1920-1922 წწ. ოზურგეთის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1922-1923 წწ. შალვა დადიანის რეკომენდაციით მიიწვიეს ბაქოს ქართული დასის რეჟისორად და მსახიობად; 1924-1925 წწ. მსახიობად მუშაობდა ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასში, რომელიც წარმოდგენებს მართავდა ოპერის თეატრში; 1925-1926 წწ. ზესტაფონის დრამატული წრის რეჟისორია, 1926-1928 წწ. ზუგდიდის თეატრის რეჟისორი; 1949-1950 წწ. ახალციხის დრამატულ თეატრში მოღვაწეობს მსახიობად; ი. ჟივიძის მიერ შექმნილ სახეთაგან აღსანიშნავია: კახი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ერეკლე, ყარა-იუსუფი (ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ლევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზი (ვ. გუნიას "და-ძმა"), არჩილი (ვ. ყიფიანის "სამეგრელოს თავადი ლევან"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნახმანი (ე. ჩირიკოვი "ებრაელები") ვალი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალანი"), აკოფა, გიჟუა (ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), სოსიკო (ტრ. რამიშვილის "მეზობლები"), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), შვაიცერი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა.
|
ქრისტინე (1916) as Natalia's Guest |