Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 4245 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
პავლე ფრანგიშვილი


პავლე ფრანგიშვილი

დაბადებულია:

10/17/1897

დაბადების ადგილი:

Tiflis, Russian Empire [now Tbilisi, Republic of Georgia]:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 იყო ჭიათურის, 1939-1949 კი - გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ოტელო (შექსპირის "ოტელო"), კარლ მოორი (შილერის "ყაჩაღები") და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა", ი. ვაკელის "შამილი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" და სხვა. ავტორია წიგნებისა: "როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას"(1955) და "რაც ვნახე და განვიცადე" (1963).



კრედიტები

ქრისტინე (1916)
as Natalia's Guest