Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Warning: fopen(/home3/dodecasaurus/itopmovies.com//TMP/CACHE/354/35423c6ed4c3b595e460a85712df1cfc4add8c3e.cache): failed to open stream: Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 71
ტასო (ანასტასია) აბაშიძე


ტასო (ანასტასია) აბაშიძე

დაბადებულია:

03/29/1881

დაბადების ადგილი:

Tiflis, Russian Empire [now Tbilisi, Republic of Georgia]:

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. პროფესიული განათლება მიიღო პარიზში, ედ. შავანის მუსიკისა და დეკლამაციის სასწავლებელში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1899 წელს თბილისის ქართულ დრამატულ დასში(სადებიუტო როლი მაშო, ნ. აზიანის "ფული და ხარისხი"). 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1926–1927 წლებში მოღვაწეობდა ჭიათურის და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1934-1948 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გაიანე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნუცა(ვ. გუნიას "აღლუმი"), ბეატრიჩე(უ. შექსპირის "აურზაური არაფრის გამო"), დირინა(მოლიერის "ტარტიუფი"), ჟიზეფი(ბაიარისა და ვანდერბურხის "პარიზელი ბიჭი"). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებში, მღეროდა კარმენის(ბიზეს "კარმენი"), ქერუბინოს (მოცარტის "ფიგაროს ქორწინება"), ბეტინას(ოდრანის "მასკოტა"), პერიკოლას(ოფენბახის "მოჭიკჭიკე ჩიტები"–"პერიკოლა") არიებს. იყო საუკეთესო ტრავესტი. ვასო აბაშიძისა და მაკო აბაშიძე–საფაროვას ქალიშვილი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.



კრედიტები