03/07/1991
გიორგი არაბული დაიბადა 1991 წელს ხევსურეთში, საქართველოს მთიან რეგიონში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი თბილისში. 2012 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა მისი პირველი პოეტური კრებული „მგზავრობა“, 2017 წელს კი — „გვრინი“. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, იტალიურ, შვედურ, ბერძნულ, ჩეხურ, პოლონურ, უკრაინულ, ლიტვურ და სხვა ენებზე. 2013 წლის დეკემბრიდან იგი დუშეთის დრამატული თეატრის რეჟისორია. გიორგი არაბული არის წინანდლის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ (2016). „ალდი“ გიორგი არაბულის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. სურათი ნაჩვენები იყო 15-ზე მეტ ფესტივალზე ევროპასა და აზიაში. მან მოიპოვა საუკეთესო ფილმის ჯილდო ორ ფესტივალზე (საქართველოსა და საბერძნეთში) და მიიღო სპეციალური აღნიშვნა რამდენიმე სხვა კონკურსზე.
|
ალდი (2024) Director |