Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
ნინიკო (ნინო) ჩხეიძე


ნინიკო (ნინო) ჩხეიძე

დაბადებულია:

03/19/1919

ბიოგრაფია:

ნინიკო ჩხეიძე დაიბადა 1919 წლის 19 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იგი განსაკუთრებულად კარგად ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. მას ნათამაშები აქ 150-ამდე როლი, აქედან ყველაზე ცნობილია: „ეზოში ავი ძაღლია“, „რომეო და ჯულიეტა“, „კაცია-ადამიანი?!?!“, „ბუტიაობა“, და სხვა. მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებშიც როგორებიცაა: „მაგდანას ლურჯა“, „დათა თუთაშხია“, „მე ვხედავ მზეს“ და სხვა. 1998 წელს დაწერა ბიოგრაფიული წიგნი — „უშანგი“, რომელიც მის ძმას უშანგი ჩხეიძეს მიუძღვნა. 1990 წელს მიიღო საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება, 2000 წელს კი ღირსების ორდენი. გარდაიცვალა 2018 წლის 2 ივლისს თბილისში, 99 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



კრედიტები