Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 7459 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
რამაზ ჭიაურელი


რამაზ ჭიაურელი

დაბადებულია:

10/18/1926

ბიოგრაფია:

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1949 წელს, ასპირანტურა გ. ალექსანდროვის ხელმძღვანელობით 1950 წელს. 1951 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განახორციელა უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე". 1952 წელს მუშაობდა სტაჟიორად მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1953-1954წწ. მარჯანიშვილის თეატრში დადგა ვ. მინკოს "გვარის დაუსახელებლად" და ფილდინგის "მე ხაფანგში ვარ". 1955 წლიდან მუშაობა დაიწყო "ქართულ ფილმში". პირველი მისი ნამუშევარი იყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ორი მსახიობი". 1957 წელს მუშაობდა მეორე რეჟისორად, მ. ჭიაურელის ფილმზე "ოთარაანთ ქვრივი". 1958 წელს სამეცნიერო-პოპულარული და ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, სადაც 100-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული; მათ შორის აღსანიშნავია: "ჩვენი მეგობარი" (1959), "საქართველოს სოფლის მრეწველობა შვიდწლედში" (1960), "ალექსანდრე ციმაკურიძე", "ერთი გამარჯვების ისტორია", "კაპიტანი გოგიტიძე", "სათაფლია" (1961), "მანქანა სწორად არეგულირებს", "იაკობ ნიკოლაძე" (1962) და სხვა. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაღებული აქვს 25-მდე ფილმი: "დავით კაკაბაძე", "უშანგი ჩხეიძე", "დედისერთა ლენინთან", "სიყვარულს უშენებია", "ბერიძეების ოჯახი", "სოფლის თავკაცი" და სხვა.



კრედიტები