Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Notice: fwrite(): write of 8192 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 75
ალექსანდრე გომელაური


ალექსანდრე გომელაური

დაბადებულია:

09/09/1907

ბიოგრაფია:

ალექსანდრე გიორგის ძე გომელაური (დ. 9 სექტემბერი, 1907, თბილისი — გ. 29 ივლისი, 1966, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1958). სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მაგრამ თეატრის სიყვარულმა გადაძლია და უკვე 1927 წლიდან სცენის თანამშრომელია თბილისის მუშათა თეატრში. შემდეგ მიიწვიეს ახლად გახსნილ თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, სადაც სამი სეზონი დაჰყო. 1931 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრშია და ეკუთვნის იმ თაობას, რომელმაც ჩამოაყალიბა ამ კოლექტივის შემოქმედებითი სახე. ალექსანდრე გომელაურმა ორმოცი წლის მანძილზე ქართულ სცენაზე შექმნა ასზე მეტი როლი. დაუვიწყარია მისი შვეიკი (იაროსლავ ჰაშეკის „გულადი ჯარისკაცი შვეიკი“), გიორგი („ჩატეხილი ხიდი“ ილია ჭავჭავაძის მიხედვით), დედის ბიჭი (უშანგი ჩხეიძის „გიორგი სააკაძე“), კაკუტა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), მოურავი და გიჟუა (აქვსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“), ჰორტენზია (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ბობჩინსკი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), კაპუელტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“) და მრავალი სხვა.



კრედიტები