Deprecated: Function get_magic_quotes_gpc() is deprecated in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Library/NG/Autoloader.php on line 113

Warning: fopen(/home3/dodecasaurus/itopmovies.com//TMP/CACHE/e29/e2917c6a63d6f0205f2c3b13b75cd1be6a31f623.cache): failed to open stream: Disk quota exceeded in /home3/dodecasaurus/itopmovies.com/Application/Model/Filecache.php on line 71
გიორგი შენგელაია


გიორგი შენგელაია

დაბადებულია:

05/11/1937

დაბადების ადგილი:

Moscow, Soviet Union:

ბიოგრაფია:

გიორგი შენგელაია (დ. 11 მაისი, 1937, მოსკოვი — გ. 17 თებერვალი, 2020,[1] თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1985), საქართველოს სახალხო არტისტი (1985), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). რეჟისორ ელდარ შენგელაიას ძმა. ბიოგრაფია დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა“ (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ფილმში შენგელაიამ გამოხატა სულიერად ამაღლებული ახალგაზრდა გმირის პროტესტი დამახინჯებული ტრადიციების მიმართ. 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. შენგელაიამ ქართული კინო გაამდიდრა ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია“ (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია“ (1987).



კრედიტები