მზიური (2021)
ფილმის სათაური ორმაგია, თან ფილმის მთავარი გმირის სახელია და თან მზიური საქართველოს საბჭოთა ეპითეტსაც გვახსენებს. მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიური კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა. მზიური მიგვიძღვება თბილისის ვიწრო ქუჩებსა და ბეტონის უსახურ კვარტლებში, გვახედებს ბინებში, სახლებსა და უბნებში, გვასმენინებს მწვავე სოციალური და პოლიტიკური თემების ირგვლივ თბილისის მოქალაქეების ფიქრებსა და იმედებს. ფილმის ბოლოს თვითონ მზიური გვევლინება რესპონდენტის როლში, ახლა ის პასუხობს კვლევის კითხვებზე და თავის ოცნებებსაც გვიზიარებს.
დირექტორი: ქეთევან (ქეთი) მაჭავარიანი
| Production | ცისანა ხუნდაძე | Producer |
| Production | ნატო სიხარულიძე | Producer |
| Editing | ლევან ბუთხუზი | Editor |
| Crew | Giorgi Shvelidze | Cinematography |
| Crew | Giorgi Pailodze | Cinematography |
| Crew | Gigi Samsonadze | Cinematography |
| Sound | Goglik Giorgi Gogoladze | Sound |
| Sound | Irakli Ivanishvili | Sound |
| Sound | Tamta Mandzulashvili | Sound |
| Directing | ქეთევან (ქეთი) მაჭავარიანი | Director |
| Writing | ქეთევან (ქეთი) მაჭავარიანი | Writer |