ომპანია ,,სანი ფილმსი” - პროდიუსერი ცისანა ხუნდაძე ფლობს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის და ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ცისანამ სწავლა ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა და 2016 წელს ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ცისანას პროფესიული გამოცდილება, ძირითადად, კვლევით საქმიანობასთან არის დაკავშირებული. იგი ახალბედა პროდიუსერია და დოკუმენტური ფილმი „მზიური“ მისი პირველი ნაბიჯებია კინო ინდუსტრიაში. 2018 წელს ცისანამ წარმატებით გაიარა აუდიო-ვიზუალური თხრობის კურსი CTC-ში (კონსულტაციის და ტრენინგის ცენტში), რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო Civil Pitch-ის კონკურსში 2018 წლის „სინედოკ თბილისის“ პლატფორმაზე. კონკურსის ფარგლებში რეჟისორ ქეთი მაჭავარიანთან ერთად ცისანამ განავითარა დოკუმენტური ფილმის იდეა სოციოლოგიურ კვლევებში ინტერვიუერის სამუშაოსთან დაკავშირებით. ფილმის იდეამ აღნიშნულ კონკურსში მთავარი პრიზი მოიპოვა ფილმის შემდგომი განვითრებისთვის. 2020 წელს ფილმმა ასევე მოიპოვა „New Talent Caucasus”-ის პოსტპროდუქციის პრიზი და დაფინანსება IDFA Bertha Fund-დან
|
მზიური (2021) Producer |